00:11:18

ყვარლიდან 5 კილომეტრში ტყე იწვის

ყვარლიდან 5 კილომეტრში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20 ჰექტარზე ტყის მასივი იწვის. ხანძარი ტყეში 5 სექტემბერს 15:00 საათზე შენიშნეს. მთელი დღის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობდნენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება ყვარლიდან, რაიონში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც ხანძრის გავრცელების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს. ადგილზე კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ვრცლად

 

საგარეჯოს სატყეო უბანში ხე-ტყის უკანონოდ მოჭრისა და დატაცების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვის ინსპექციამ 21 აგვისტოდან - 2 სექტემბრის ჩათვლით, ტყის კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საგარეჯოს სატყეო უბანი შეამოწმა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა უკანონოდ მოჭრილი და დატაცებული სხვადასხვა ჯიშის 2066,03 მ3 ხე-ტყე. გარემოს დაცვის ინსპექციის ინფორმაციით, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 155 000 ლარი შეადგინა.

ვრცლად

 

პანკისის ხეობაში მდინარეებზე და ხევებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება

გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით პანკისის ხეობაში მდინარეებზე და ხევებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.

ვრცლად

 

სოფელ საცხენეში ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეში, მდინარე შოროხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად 95 000 ლარი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოყო, თანადაფინანსება კი მუნიციპალური ბიუჯეტიდან მოხდება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

 

სოფელ საცხენეს მოსახლეობა მდინარე შოროხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს

ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეს მოსახლეობა მდინარე შოროხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, შემოდგომაზე მდინარეების ადიდების შემთხვევაში სოფელს წალეკვის საფრთხე ემუქრება.

ვრცლად

 

კახეთში დაკვირვების ქვეშ 60 დასახლებული პუნქტი და 410 საცხოვრებელი სახლი იმყოფება

სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვნად გააქტიურების საფრთხის გამო, კახეთში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 60 დასახლებული პუნქტი და 410 საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსმა ემილ წერეთელმა განუცხადა.

ვრცლად

 

ასოციაცია CENN: კახეთის 50 სოფელი რისკის ზონაშია

უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში, კახეთში სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი. საფრთხე რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს.

ვრცლად

 

ასოციაცია CENN: გადაძოვების მასშტაბი დასაშვებს ზოგჯერ 20 - 30-ჯერ აჭარბებს

ოფიციალური სტატისტიკით, საბჭოთა საქართველოში ცხვრის მაქსიმალური რაოდენობა 1,8 მლნ სულამდე აღწევდა, მის გამოსაკვებად კი აზერბაიჯანის, დაღესტნისა და კასპიისპირა ზამთრის საძოვრები გამოიყენებოდა. ასოციაცია CENN -ის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემები საბჭოთა პერიოდისას უთანაბრდება. მთელი ეს დატვირთვა საქართველოს სემიარიდულ ზონას ადგება და გადაძოვების მასშტაბი დასაშვებს ზოგჯერ 20 – 30-ჯერ აჭარბებს.

ვრცლად

 

საქართველოს გაუდაბნოებული ტერიტორიების ფართობი შესაძლოა 25 000 ჰექტრამდე გაიზარდოს

საქართველოს ბარში უმოსავლო მიწების რაოდენობა 3 000-დან მალე შეიძლება 25 000 ჰექტრამდე გაიზარდოს. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (ასოციაცია CENN) ქართველ ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში ვენახები ხმება

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში, სამთაწყაროსა და ფიროსმანში მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა აქვს, რის გამო ვენახები ხმება. ამ ინფორმაციას „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა“ ავრცელებს.

ვრცლად

 

„ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა“ რუისპირში მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს

„ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოუწოდებს, სპეციალისტებმა სასწრაფოდ შეისწავლონ თელავის რაიონის სოფელ რუისპირში არსებული მდგომარეობა და გარემოს დაბინძურების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდინონ.

ვრცლად

 

რუისპირის მოსახლეობა ასფალტის ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს

თელავის რაიონის სოფელ რუისპირის მოსახლეობა სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ასფალტის ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დახმარებისთვის გარემოს დაცვის ინსპექციას, სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყურადღება არავინ მიაქციათ.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროში დიდი გვალვებია მოსალოდნელი

გლობალური დათბობის პროცესი კახეთში ყველაზე მეტად დედოფლისწყაროს რაიონს დააზარალებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების მოდელირების ჯგუფის უფროსის ნატო კუტალაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 2,5-3 გრადუსით გაიზრდება, რის შედეგადაც დედოფლისწყაროში დიდი გვალვებია მოსალოდნელი.

ვრცლად

 

ასოციაცია CENN: მდინარე სალესავის წყალი სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

მდინარე სალესავის წყალი ლაგოდეხის რაიონის სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. ასოციაცის ინფორმაციით, რაჭისუბანში აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, რომელთა მდგომარეობა კახეთში გადასახლების შემდეგ უფრო გართულდა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

ვრცლად

 

გარემოს დაცვის სამინისტროს საერთაშორისო გრანტის არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო გრანტის არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებენ. კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ - ფაქტორების შემცირების პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა, ქართულმა მხარემ კი პროექტი ფაქტობრივად ჩააგდო.

ვრცლად

 

გარემოს დაცვის მინისტრმა ენისელში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდინარე ინწობზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

ვრცლად

 

ასოციაცია CENN- მა რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის მხარდასაჭერად გაზეთი გამოსცა

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის მხარდასაჭერად „მწვანე გაზეთი“ გამოსცა. გაზეთში კახეთში ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემებზე, სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებულ ზარალზე და სოფელ ჭანდარში არსებულ საფრთხეზეა საუბარი.

ვრცლად

 

ბაწარა - ბაბანეურის დაცულ ტერიტორიაზე ქართველი და ოსი ბავშვები დაისვენებენ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალში ეკო-ბანაკი მოეწყო, რომელშიც 20 ქართველი და ოსი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის განმავლობაში აღსაზრდელები ბანაკში დაისვენებენ, გაერთობიან და მოისმენენ სემინარებს.

ვრცლად

 

კახეთში გამოვლენილ კანონდარღვევებზე გარემოს დაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა

გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსებმა გარემოს დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რაზედაც კახეთის რეგიონში მიმდინარე კანონდარღვევებზე ისაუბრეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის ტერიტორიაზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი დანაკარგი, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 700 000 - მდე ლარი შეადგინა.

ვრცლად

 

კახეთში უკანონოდ მოჭრილი 1611 ძირი ხე - ტყე გამოავლინეს

სატყეო დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურმა თელავის სატყეო უბნის მე-9 სარეინჯეროს შემოწმების შედეგად 2009-2010 წლის თბობის სეზონზე უკანონოდ მოჭრილი 1611 ძირი ხე-ტყე გამოავლინა, საერთო მოცულობით - 1793.43 მ3.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 4

ვიდეო

გაბრელაშვილების ოჯახი დახმარების მოლოდინში

ფოტო რეპორტაჟი

News image

ხევისჭალა - 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.09.10
13:00-19:00
Fairfrom northeast30°C0.5m/s
0.0mm
19:00-01:00
Fairfrom east-northeast26°C1.8m/s
0.0mm
სამშაბათი 07.09.10 13:00-19:00
Fairfrom east-southeast28°C1.7m/s
0.0mm
ოთხშაბათი 08.09.10 10:00-16:00
Fair25°C0.6m/s
0.0mm
ხუთშაბათი 09.09.10 10:00-16:00
Fair22°C0.9m/s
0.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy