გარემოს დაცვა
ირაკლი მაჭარაშვილი: „სტიქიის მიზეზი მხოლოდ უხვი ნალექი არ არის“
კვირა, 25 აპრილი 2010 11:43
საქართველოში გახშირებული სტიქიის მიზეზს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი მხოლოდ უხვნალექიანობაში არ ხედავს. როგორც მაჭარაშვილმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, ის მომხვეჭელური დამოკიდებულება ბუნებისადმი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა, საქართველოში დღემდე ცოცხლობს.
„სტიქიური მოვლენა, რომელიც კახეთში მოხდა, უკავშირდება არასწორად აშენებულ საირიგაციო სისტემებს. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, მაგრამ გაცილებით საჭიროა, რომ ის მიზეზები, რომლებიც ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას წარმოშობს, მაგალითად, წიაღის ამოღება, იყოს მკაცრად გარემოსდაცვითი კონტროლის ქვეშ. დღეისათვის წიაღის მოპოვება ნებართვის გარეშე და ამოსაღები რესურსის რაოდენობის შეფასების გარეშე ხდება. ეს კი იწვევს სხავდასხვა სტიქიური მოვლენების გაძლიერებას“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
გახშირებული სტიქიის კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობს „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ტყეების მასიურმა გაკაფვამ მოსალოდნელი შედეგი გამოიღო.
„არ არის დარჩენილი საქართველოს არც ერთი ტყიანი რეგიონი, საიდანაც არ მოგვდიოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტყეები მასიურად იჩეხება, იგზავნება გადასამუშავებელ ცეხებში და მერე იქიდან საზღვარგარეთ გადის. ის სტიქიური უბედურება, რაც დღესდღეობით ხდება, ამის შედეგია. თუმცა ტყეების მასიური ჩეხა მხოლოდ ამ მთავრობის დამსახურება არ არის - ასეთი ბარბაროსული მდგომარეობა საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გრძელდება და ლოგიკურ, სავალალო შედეგამდეც მიგვიყვანა“, - განუცხადა გაჩეჩილაძემ რადიო „თავისუფლებას“.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













