02:06:36

Share |

ასოციაცია CENN: მდინარე სალესავის წყალი სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

მდინარე სალესავის წყალი ლაგოდეხის რაიონის სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. ასოციაცის ინფორმაციით, რაჭისუბანში აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, რომელთა მდგომარეობა კახეთში გადასახლების შემდეგ უფრო გართულდა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

„რაჭისუბანში სულ 37 კომლი ცხოვრობს. მათი მთავარი ეკოლოგიური პრობლემა მდინარე სალესავის წყლის სეზონური ადიდებაა, რაც ამ პატარა სოფელს და მის მეურნეობას დიდ საფრთხეს უქმნის. რამდენიმე ოჯახის ეზო მთლიანად დაფარულია რიყის ქვითა და ლოდებით, ხოლო სახლის პირველი სართული აუტანელ სინესტეშია მოქცეული“, - აღნიშნეს ასოციაცია CENN-ში.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, პრობლემა სალესავის წყალზე გაბიონის აშენებით უნდა მოგვარდეს. აღსანიშნავია, რომ  სალესავის წყლის ის მონაკვეთი, სადაც გაბიონი უნდა აშენდეს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის შიგნით მდებარეობს.

რაჭისუბნის მკვიდრი და დაცული ტერიტორიის რეინჯერი ალექსანდრე გაგნიძე  აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება უფრო მაღალ დონეზე, შესაბამისი სამინისტროების შეთანხმების შედეგად უნდა მოხდეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  გარემოს დაცვის სააგენტოს ნაპირდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ 2010 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რაჭისუბანი არ არის იმ თხუთმეტი ობიექტის სიაში, რომელზეც ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy