02:04:03

Share |

ასოციაცია CENN: გადაძოვების მასშტაბი დასაშვებს ზოგჯერ 20 - 30-ჯერ აჭარბებს

ოფიციალური სტატისტიკით, საბჭოთა საქართველოში ცხვრის მაქსიმალური რაოდენობა 1,8 მლნ სულამდე აღწევდა, მის გამოსაკვებად კი აზერბაიჯანის, დაღესტნისა და კასპიისპირა ზამთრის საძოვრები გამოიყენებოდა. ასოციაცია CENN -ის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემები საბჭოთა პერიოდისას უთანაბრდება. მთელი ეს დატვირთვა საქართველოს სემიარიდულ ზონას ადგება და გადაძოვების მასშტაბი დასაშვებს ზოგჯერ 20 – 30-ჯერ აჭარბებს.

„დარღვეულია საძოვრების ექსპლუატაციის ვადებიც. გარდამავალი საძოვრების გადახვნის გამო ზამთრის საძოვრების დატვირთვის პერიოდი 2 თვით გახანგრძლივდა. შედეგად, გაუდაბნოების პროცესმა ბოლო წლებში განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო“, - განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში.

„1989 წლამდე ელდარში სამეცნიერო კვლევებს ვატარებდი. იქ ჩასვლა ცოტა ხნის წინ მომიხდა და საოცარი ცვლილება დამხვდა. შეიძლება ითქვას, რომ საძოვრების ფლორისტული შემადგენლობა გადაგვარებულია. გადაძოვების გამო არსებული სახეობების ჩანაცვლება ხდება კლიმატის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე სახეობებით. ბიომასა არსებობს, მაგრამ ცხვრისთვის არ ვარგა და დატვირთვა ისევ კვებითი ღირებულების მქონე მცენარეებს ადგება, რის გამოც ეკოსისტემა სწრაფად იცვლება. მეცხვარეს რომ ეუბნები, 300 ჰექტარზე 300-ზე მეტი ცხვრის ძოვება არ შეიძლებაო, არასერიოზულად აღიქვამს. მათი მხრიდან ხშირია ისეთი ექსპერიმენტებიც, როგორიც საძოვრის გადაწვა ან მოხვნაა, რის გამოც საძოვარი საბოლოოდ ნადგურდება“, - აღნიშნავს გეობოტანიკოსი ნიკოლოზ ლაჩაშვილი.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy