02:19:07

Share |

კახეთში დაკვირვების ქვეშ 60 დასახლებული პუნქტი და 410 საცხოვრებელი სახლი იმყოფება

სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვნად გააქტიურების საფრთხის გამო, კახეთში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 60 დასახლებული პუნქტი და 410 საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსმა ემილ წერეთელმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა დურუჯის ხეობაშია. „მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პრევენციული ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი“, - აღნიშნავს ემილ წერეთელი.

მისივე განცხადებით, მეწყრული პროცესების აქტივიზაციის შემთხვევაში საშიშროება შეექმნება ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს: შახვეტილასა და ბაყილოვანს. მეწყრული სხეულების აქტივიზაცია მოსალოდნელია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშენში; თელავის მუნიციპალიტეტში, თელავი - გომბორის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე; გურჯაანის მუნიციპალიტეტში - ქალაქ გურჯაანში, სოფლებში: კარდენახსა და ქოდალოში; სიღნაღის მუნიციპალიტეტში - ქალაქ სიღნაღში და ნუკრიანი - სიღნაღის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდ ჩაილურში, ვერონაში, გომბორში, თბილისი - საგარეჯოს მონაკვეთზე პატარძეულის ხევთან.

ნაპირების გარეცხვის პროცესების აქტივიზაცია მოსალოდნელია მდინარე ილტოს და მდინარე ალაზნის ხეობაში სოფლების ჩაჩხრიალას, საბუეს, ნადუქნარის, შახვეტილას და ჭართალის მიმდებარე ტერიტორიებზე; სოფელ შაქრიანის სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაგოდეხი - ახმეტის საავტომობილო გზის 62-ე კმ-ზე; სოფლების ერისიმედისა და საბათლოს ჩრდილოეთით მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy