00:35:46

მდინარეებმა სოფელი საცხენე შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეს მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფელს ორივე მხრიდან მდინარე უტევს და იმ შემთხვევაში, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩატარდა, გაზაფხულზე ადიდებულმა მდინარეებმა სოფელი, შესაძლოა, ალაზანში ჩაიტანოს.

უნდა აღინიშნოს, რომ საცხენე საზღვრისპირა სოფელია. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო, რომელიც დაღესტანი - საქართველოს საზღვრის მონაკვეთს აკონტროლებს, სწორედ ამ სოფლის თავშია განლაგებული. იმ შემთხვევაში, თუ გაზაფხულზე, წყალუხვობის დროს ადიდებულმა მდინარემ საცხენეს გზა წაიღო, სასაზღვრო პუნქთან დამაკავშირებელი სხვა სამანქანო გზა აღარ რჩება.

სოფელს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვს. სოფელში არც სასმელი წყალია, არც ბუნებრივი აირი, არც საბავშვო ბაღი, არც სკოლა და არც ექიმი. სოფლამდე მისასვლელი გზაც უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის სიმონ ტივიშვილის განცხადებით, ხელისუფლება საქმის კურსშია და პრობლემების მოგვარებას ცდილობს.

გთავაზობთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის მიერ გადაღებულ სიუჟეტს, რომელიც „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ OECI ფარგლებში მომზადდა. პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს.

ვიდეო

გაბრელაშვილების ოჯახი დახმარების მოლოდინში

ფოტო რეპორტაჟი

News image

ხევისჭალა - 20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.09.10
13:00-19:00
Fairfrom northeast30°C0.5m/s
0.0mm
19:00-01:00
Fairfrom east-northeast26°C1.8m/s
0.0mm
სამშაბათი 07.09.10 13:00-19:00
Fairfrom east-southeast28°C1.7m/s
0.0mm
ოთხშაბათი 08.09.10 10:00-16:00
Fair25°C0.6m/s
0.0mm
ხუთშაბათი 09.09.10 10:00-16:00
Fair22°C0.9m/s
0.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 25 26 27 28

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy