რუბრიკები
გარემოს დაცვა
ნაძვის ხის მოჭრა - ტრანსპორტირებაზე კონტროლი გამკაცრდა
გარემოს დაცვა
ნაძვის ხის მოჭრა - ტრანსპორტირებაზე კონტროლი გამკაცრდა
პარასკევი, 09 დეკემბერი 2011 12:30
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წინასაახლწლო პერიოდში ნაძვის ხის მოჭრა - ტრანსპორტირებაზე კონტროლი გაამკაცრა. სამინისტროს ცნობით, ტყის ფონდიდან ნაძვის ხის მოჭრა აკრძალულია.
„ნაძვის ხის მოჭრა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, ანუ კერძო მიწის ნაკვეთზე შეიძლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ კერძო პირს გამგეობის მიერ გაცემული ხე-მცენარის წარმოშობის ცნობა ექნება. კერძო მეურნეობაში მოჭრილი ნაძვის ხის გასასხვისებლად კი სპეციალური ანგარიშფაქტურაა საჭირო,“ - აღნიშნეს სამინისტროში.
ნაძვის ხის უკანონო მოჭრა-ტრანსპორტირებაზე ჯარიმებია დაწესებული. ჯარიმა ფიზიკურ პირზე 500, ხოლო იურიდიულ პირზე - 2000 ლარს შეადგენს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













