05:55:36

Share |

ყვარლის რაიონში ტყე იწვის

ყვარლის რაიონში ტყე იწვისყვარლის რაიონში, სოფელ გრძელჭალიდან რამდენიმე კილომეტრში ტყე იწვის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება შემთხვევის ადგილიდან, სახანძრო - სამაშველო სამსახურის მონაცემებით, ცეცხლი დაახლოებით 8 ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძარი დაახლოებით 17:00 საათისთვის გაჩნდა. გრძელჭალასთან მობილიზებულები იყვნენ ყვარლის სახანძრო - სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხანძარსაწინააღმდეგო მანქანებით, თუმცა ადგილი, სადაც ხანძარია, მიუვალია და წყალი ვერ გამოიყენეს.

მაშველები ვარაუდობენ, რომ დილით, ცეცხლის ჩასაქრობად, შესაძლოა, ვერტმფრენების გამოძახება გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა კახეთში ხანძრის შემთხვევები გახშირდა. 1-ელი იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით, რეგიონში ხანძრის 150-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიწვა ვენახები და ატმის ბაღებიც.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy