23:38:15

კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია

კახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულიაკახეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და თბილისში მიმავალ ავტომანქანებს მოძრაობის გაგრძელების უფლებას არ აძლევს. პოლიციის ინფორმაციით, სართიჭალაში ნამქერმა გზა გადაკეტა.

ვრცლად

 

გამოვიდა წიგნი „ქართული ღვინის გზამკვლევი“

გამოვიდა წიგნი „ქართული ღვინის გზამკვლევი“„ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა ახალი წიგნი „ქართული ღვინის გზამკვლევი“ გამოსცა. წიგნი თანამედროვე ქართული მევენახეობა - მეღვინეობის ძირითადი ტენდენციების მიმოხილვას შეიცავს. „ქართული ღვინის გზამკვლევში“ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია განმარტებული, რაც ნებისმიერ ადამიანს გამოადგება.

ვრცლად

 

საქართველომ გერმანიაში მითვისებული ეროვნული ბრენდები დაიბრუნა

„საქპატენტის“ ხელმძღვანელის ირაკლი ღვალაძის თქმით, წლების განმავლობაში გერმანიაში რუსული კომპანია Moscow wines&spirits company GMBH-ის მიერ მითვისებული ქართული ღვინის ბრენდები „წინანდალი“, „ქინძმარაული“ და „ხვანჭკარა“ისევ საქართველოს სახელმწიფო კუთვნილებაა.

ვრცლად

 

ჩინელები კახეთში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა თელავში გაიმართა.

ვრცლად

 

დედოფლისწყაროში სათამაშო ბიზნესის გადასახდელი გაიზარდა

დედოფლისწყაროს საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებელის რაოდენობა გაიზარდა.

ვრცლად

 

კურორტ „ახტალის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია კურორტ „ახტალის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა.

ვრცლად

 

კონკურსი კახეთის რეგიონალური განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კახეთის რეგიონალური განვითარების მენეჯერის პოზიციაზე შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მენეჯერი კახეთის რეგიონში სააგენტოს წარმომადგენელი იქნება.

ვრცლად

 

2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება

2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება. კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა.

ვრცლად

 

თბილისში კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

24 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ვრცლად

 

სიღნაღში სისტემურ - ელექტრონულ თამაშებზე გადასახდელი 18 ათასი ლარით გაიზარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

ვრცლად

 

30 ლარიანი ვაუჩერით სასუქის მიღება 25 იანვრიდან იქნება შესაძლებელი

30 ლარიანი ვაუჩერით სასუქის მიღება 25 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში ვალერი გორგიშელმა განუცხადა.

ვრცლად

 

1-ელი თებერვლიდან შემოსავლების სამსახური ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადადის

შემოსავლების სამსახური 1-ელი თებერვლიდან ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადადის. თუ გადამხდელს აქვს სურვილი 1-ელი თებერვლიდან დაიწყოს ახალი რეგულაცია, შემოსავლების სამსახური მას კონტაქტ პერსონას გამოუყოფს.

ვრცლად

 

2005 წლამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებებზე ამნისტია ცხადდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განცხადებით, „საგადასახადო კოდექსში“ 2011 წელს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა 2005 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების პატიების მექანიზმი.

ვრცლად

 

გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა დაევალათ

გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა დაევალათ გუბერნატორებს, კომპეტენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა დაევალათ .

ვრცლად

 

ლაგოდეხში არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქსა და სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრა, ქალაქის ტერიტორიაზე 5,76 ლარით.

ვრცლად

 

ლაგოდეხში სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ლაგოდეხში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა.

ვრცლად

 

შპს „აგრო გრუპის“ მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა

შპს „აგრო გრუპის“ მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნათბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, შპს „აგრო გრუპის“ მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა. განჩინების მიხედვით, სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით შპს „აგრო გრუპის“ დირექტორმა ლევან ვადაქარიამ მიმართა.

ვრცლად

 

წინანდალში ჰოლანდიური ჯიშის ვაშლის სანერგე მეურნეობა შეიქმნა

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში ჰოლანდიური ჯიშის ვაშლის სანერგე მეურნეობა შეიქმნა. ვაშლის პირველ მოსავალს 2012 წლის შემოდგომაზე ელოდებიან. მეწარმეები ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე 25-30 ტონა ხილს მოკრეფენ, სამომავლოდ კი წარმოების გაფართოება იგეგმება.

ვრცლად

 

კახეთს ახალი ლოგო და სლოგანი აქვს

კახეთს ახალი ლოგო და სლოგანი აქვს

კახეთს ახალი ლოგო და სლოგანი აქვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის ტურიზმის სამსახურში განუცხადეს, ლოგო იმ სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რითაც კახეთია გამორჩეული.

ვრცლად

 

„ქინძმარაულის მარანმა“ ბათუმში ღვინის სახლი გახსნა

კომპანია „ქინძმარაულის მარანმა“ ბათუმში, მემედ აბაშიძის 45-ში ღვინის სახლი გახსნა. ღვინის სახლში მრავალფეროვანი არჩევანია, მყიდველს 22 სახეობის ღვინოს სთავაზობენ.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 39

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
07:00-13:00
Fairfrom southwest-10°C0.9m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy