ხუთშაბათი, 03 ივნისი 2010 10:32
საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 2010 წლამდე არ შემცირდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ ექსპერტებმა განაცხადეს.
ლევან კალანდაძის თქმით, 2011 წელს დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადის შემცირება აღარ მოხდება, მიზეზი ბიუჯეტში მოსალოდნელი საგადამხდელო დეფიციტია.
შეხვედრაზე ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი გააცნეს. კარგ გადამხდელებს პრივილეგიები ექნებათ. კოდექსში „გუდ ფეის ბიზნესმენების“ სია გაჩნდება, სადაც ის ბიზნესმენები შევლენ, რომლებიც წლების განმავლობაში გადასახადებს კეთილსინდისიერად იხდიდნენ. სიაში მოხვედრილებს კი გარკვეული სახის საგადასახადო დარღვევებს აპატიებენ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












