პარასკევი, 04 ივნისი 2010 11:04
ახალი საგადასახადო კოდექსი 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მუხლების ნაწილი კი პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში. ორ კვირაში პროექტი განსახილველად პარლამენტს გაეგზავნება. კოდექსი თითქმის 100 პროცენტით იცვლება.
ახალ კოდექსში ჩნდება მიკრო და მცირე ბიზნესის ცნება. დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ქვედა ზღვარი 100-დან 200 ათას ლარამდე იზრდება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა.
მისივე თქმით, 30 ათასამდე ბრუნვის მქონე მეწარმეები მიკრო მეწარმეებად ჩაითვლებიან და საგადასახადო ვალდებულებებისგან საერთოდ გათავისუფლდებიან. 30-ათასიდან 200 ათასამდე ბრუნვის მქონე მცირე მეწარმე კი ბრუნვის ფიქსირებულ პროცენტს გადაიხდის, რაც 3-დან 5 პროცენტამდე იმერყევებს. თუმცა, ამავე პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი საქართველოში 2012 წლამდე არ შემცირდება. ამის მიზეზი ბიუჯეტში მოსალოდნელი საგადამხდელო დეფიციტია.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||













