02:33:52

Share |

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტს პარლამენტში 18 ივნისის სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი კანონპროექტს კომიტეტების დონეზე განიხილავენ. შენიშვნები მთავრობას გადაეგზავნება, ხოლო მთავრობა პარლამენტს სესიაზე გადამუშავებულ ვარიანტს წარუდგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განაცხადებით, 215 მილიონიდან 150 მლნ - საგადასახადო შემოსავლების, დანარჩენი 65 მილიონი კი ძირითადად გრანტების ზრდაზე მოდის. აღნიშნული ცვლილების დამტკიცების შემდეგ  ბიუჯეტის  საშემოსავლო ნაწილი 6 მილიარდ  974 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ხელისუფლება ბიუჯეტის ზრდას მიმდინარე წელს ეკონომიკის მოსალოდნელ ზრდას უკავშირებს, რაც დაგეგმილი 2-დან 4,5% გაიზრდება.

ექსპერტთა ერთი ნაწილის თქმით კი, ბიუჯეტის ზრდა ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, ხოლო მეორე ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა ბიუჯეტის ზრდა ახალ საგადასახადო კოდექსს უკავშირდებოდეს.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy