06:02:23

Share |

საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს

20 - 25 ივნისს, საქართველო ღვინის სფეროში ერთ - ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს. კონგრესის მასპინძლობის უფლება მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის ადგილობრივი ვაზის ჯიშის და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონების  მქონე ქვეყნებს აქვთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში კონგრესზე დასასწრებად 42 ქვეყნიდან 300-ზე მეტი სტუმარია ჩამოსული.

კონგრესის ოფიციალური გახსნის ცერემონია 21 ივნისს, რუსთაველის თეატრში გაიმართება, სადაც  ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მხრიდან  სიტყვით გამოვლენ ორგანიზაციის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და 2011 წლის კონგრესის მასპინძელი ქვეყნის - პორტუგალიის წარმომადგენელი. საქართველოს მხრიდან კონგრესის გახსნას დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და სხვა ოფიციალური პირები.

კონგრესის ფარგლებში, გათვალისწინებულია ტექნიკური ტური კახეთის რეგიონში, სადაც დელეგატები დაათვლიერებენ  ღვინის ქარხნებს. საქართველოს კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, კონგრესის სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.

25 ივნისს, რუსთაველის თეატრში გაიმართება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესის მე-8 გენერალური ასამბლეა და კონგრესის ოფიციალური დახურვის ცერემონია.

საქართველო  ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს მეორედ მასპინძლობს. პირველად, საქართველოში კონგრესი 1962 წელს ჩატარდა. მაშინ კონგრესს 32  ქვეყნის დელეგაცია  ესწრებოდა.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast24°C3.2m/s
0mm
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
22 23 24 25 26 27
28 29 30        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy