ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2010 12:27
9 სექტემბრიდან ქვეყანაში 2000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვა. ხორბალს ფერმერები სათესლედ გამოიყენებენ, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„უკვე გადაწყვეტილია, რომ ფერმერებს ამერიკული ხორბალი განვადებით დაურიგდებათ, რაც მათ ხორბლის მეტი მოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. ამ დროისთვის ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, სამომავლოდ ხორბლის ექსპორტის რაოდენობა გაიზარდოს,“ - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












