06:08:56

Share |

გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა დაევალათ

გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა დაევალათ გუბერნატორებს, კომპეტენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა დაევალათ .

ამასთან დაკავშირებით, „სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებაში, პრეზიდენტის ბრძანებითვე ცვლილება შევიდა. ახალი რეგულაციებით, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ამოცანებსა და ფუნქციებში, კომპეტენციის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაც შევიდა.

ამასთან, რწმუნებულების ადმინისტრაციებში გაჩნდება ახალი სტრუქტურა - სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.

აღნიშნული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy