ორშაბათი, 16 იანვარი 2012 21:43
ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განცხადებით, „საგადასახადო კოდექსში“ 2011 წელს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა 2005 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების პატიების მექანიზმი.
„შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით არ ითვლება აღიარებულად, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა“, - აღნიშნა რუსუდან კემლუარიამ.
მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საურავი და ჯარიმა, თუ გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა და პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია.
„ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილია, რომ არსებობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ზემოაღნიშნული საფუძველი, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებით იწყება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება“, - განაცხადა კემულარიამ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












