ხუთშაბათი, 19 იანვარი 2012 11:32
30 ლარიანი ვაუჩერით სასუქის მიღება 25 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში ვალერი გორგიშელმა განუცხადა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ არ უცნობებია, რომელ მაღაზიებში მოხდება 30 ლარიანი ვაუჩერის განაღდება. თუმცა, საქართველოს მასშტაბით სასუქის ყველა იმპორტიორი კომპანია შეძლებს ვაუჩერების განაღდებას. რაც შეეხება გურჯაანს, ეს ყველა ბრენდირებულ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ვალერი გორგიშელმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ლარიანი ვაუჩერის მოქმედების ვადა წლის ბოლომდეა. გამოუყენებელი ვაუჩერის თანხით განაღდება 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში იქნება შესაძლებელი. 30-ლარიანი ვაუჩერების დასარიგებლად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი გამოყო.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












