შაბათი, 28 იანვარი 2012 19:42
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა თელავში გაიმართა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე კახეთის რეგიონში ინვესტიციების განხორციელების შესახებ ისაუბრეს. ჩინელები სოფლის მეურნეობის დარგით არიან დაინტერესებულები და დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ.
„იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდება და პროექტს პოზიტიური შედეგი ექნება“, - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












