ორშაბათი, 23 იანვარი 2012 14:35
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებების თანახმად, დადგენილებიდან ამოღებულ იქნა მე-3 მუხლი, რომელიც ბინგოს თამაშზე მოსაკრებელს ითვალისწინებდა. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშზე მინიმალური მოსაკრებელი კვარტალში 18 000 ლარით გაიზარდა. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ-მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე მოსაკრებელი კი კვარტალში 1 000 ლარით განისაზღვრა.
„მე-3 მუხლი თვითონ კანონშია ამოღებული და აქედან გამომდინარე ამოვიღეთ. ეს მუხლი ბინგოს თამაშზე გადასახადს ითვალისწინებდა. მაგას ალბათ საგადასახადო დაბეგრავს. მე-5 მუხლში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შენობის გარეთ არსებული სისტემურ-ელექტრონული თამაშები დაიბეგრება კვარტალში მინიმუმ 1 000 ლარით. აქამდე საერთოდ არ იბეგრებოდა. ჩვენ მიმიმალური თანხით, 1 000 ლარით დავბეგრეთ. სისტემურ ელექტრონულ თამაშებზე გადასახდელი გაიზარდა. მინიმალური გადასახდელი 12 000 ლარი იყო და 30 000 ლარი გახდა,“ - განუცხადა ზაზა ზედელაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
დადგენილება 2012 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












