ეკონომიკა
თბილისში კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
ორშაბათი, 23 იანვარი 2012 16:39
24 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა პროექტი, რომელიც 2012 წელს კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელდება. პრეზენტაციას წარმოადგენენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე და კახეთის გუბერნატორი ბატონი გიორგი ღვინიაშვილი. პრეზენტაციას დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.
ღონისძიებაზე მიწვეულები არიან მედიის, ტურიზმის ინდუსტრიის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












