06:15:57

Share |

2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება

2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება. კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, პროექტი 2012 წლის განმავლობაში კახეთში მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს, მათ შორის, რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას.

უკვე შეიქმნა კახეთის ტურისტული ბრენდი. მომზადდა ლოგო, სადაც ძირითადი მიმართულებებია კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და ღვინის ტურიზმი. ასევე, შეიქმნა სლოგანი „აღმოაჩინე შენი კახეთი“.

პრეზენტაციაზე, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა გამართეს, აღინიშნა, რომ რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას მსურველები ახალი ვებგვერდის, www.Kakheti.travel-ის მეშვეობით შეძლებენ. ფუნქციონირებს გვერდები „ფეისბუქზეც“ – „აღმოაჩინე შენი კახეთი“ და „ტურიზმი თელავში“, ასევე, მომზადდა კახეთის ტურისტული გზამკვლევი და ახალი ტურისტული პროდუქტი „ღვინის გზა“.

„2012 წელს დაგეგმილია მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებთან მიმართებაში, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია, კახეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა ტრენინგი, რეგიონის საიდენტიფიკაციო სუვენირების შემუშავება და კახეთის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.

კახეთის დიდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა რეგიონის გუბერნატორმა. გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად კახეთი მსოფლიო ტურიზმის ნაწილი გახდება. „ეს ნიშნავს იმას, რომ გვეყოლება მეტი ტურისტი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ სიძლიერეს შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.

პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც დაესწრო. ღონისძიებაზე ტურიზმის ინდუსტრიის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy