ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2012 10:24
ასზე მეტი ავტომანქანაა გაჩერებული საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთანაც, სადაც ასევე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მძღოლებს თბილისის მიმართულებით მოძრაობას უკრძალავს.
ჩაკეტილია ვაზიანი - გომბორი - თელავის გზაც. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გომბორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნოშრე ნეკრესელაშვილმა განუცხადა, გზაზე თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.
„გზაზე ავტომანქანები საერთოდ არ მოძრაობენ. ძლიერი ქარია და ისევ თოვს. თოვლის საფარი უკვე ნახევარ მეტრს აღწევს. სოფელს არც ელექტროენერგია აქვს“, - აღნიშნა ნოშრე ნეკრესელაშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












