ოთხშაბათი, 23 ივნისი 2010 13:56
26 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთი ფაკულტეტის დეკანს აირჩევენ. განცხადება არჩევნების შესახებ ორი თვით ადრე გამოქვეყნდა გაზეთში „ახალი განათლება“, ხოლო დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
დღეს, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამლეტ რაზმაძე, წარმომადგენლობითი საბჭოს და საარჩევნო კომისიის წევრებს შეხვდნენ.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ და დეკანის თნამდებობები კვალიფიციურმა კადრებმა დაიკავონ,“ - განაცხადა გოცირიძემ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












