სამშაბათი, 29 ივნისი 2010 16:48
1 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდები კახეთში თელავსა და სიღნაღში ჩატარდება. ეროვნული გამოცდებისთვის რეგიონში 1600 აბიტურიენტია რეგისტრირებული.
აბიტურიენტების გარდა გამოცდებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად 142 სტუდენტი ჩააბარებს, მაგისტრატურაში ჩასარიცხად კი - 93 აბიტურიენტი. გრანტის მიღების და მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტები მხოლოდ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდას ჩააბარებენ. ბაკალავრიატში ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტები კი ოთხ საგანს.
„წელს საგამოცდო სისტემაში მცირე ცვლილებები გვაქვს. უნარ - ჩვევების გამოცდაში 100 საკითხის ნაცვლად 80 საკითხი იქნება, თუმცა საგამოცდო დრო ისევ 3 საათია. საგამოცდო ტესტები ორი დღის წინ ჩამოვიტანეთ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ინახება. ტესტებს საცავიდან გამოცდის დღეს, დილის 7 საათზე გამოვიტანთ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთიანი ეროვნული გამოცდების თელავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა სიმონ ოხანაშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












