ოთხშაბათი, 30 ივნისი 2010 14:51
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 სტუდენტი საზაფხულო კურსებს თურქეთში, სამსუნის უნივერსიტეტში გაივლის. სტუდენტები ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ. მათ ტესტირება თურქულ ენაში ჩააბარეს.
სტუდენტები თურქეთში სამი კვირის მანძილზე იცხოვრებენ. მათი თურქეთში ცხოვრების ხარჯებს მთლიანად თურქული მხარე დაფარავს.
„ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ამ ურთიერთობის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქებმა მოაწყეს თურქული ენის კაბინეტი, სადაც ჩვენი უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი თურქულ ენას უფასოდ სწავლობს. ამიტომ თურქეთში გასამგზავრებლად სტუდენტები სწორედ თურქულ ენაში ტესტირების გზით შეირჩნენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურტიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ჯავახიშვილმა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 სტუდენტი თურქეთში სამ დღიანი ვიზიტით ორი თვის წინაც იმყოფებოდა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












