06:26:48

Share |

10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა

2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, წელს სტუდენტი 23 ათასამდე აბიტურიენტი გახდა, უმაღლეს სასწავლებლებში 11 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი დარჩა, სადაც პირველადი განაცხადის შედეგად ვერც ერთი აბიტურიენტი ვერ მოხვდა.

აბიტურიენტებს, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზვარი გადალახეს, 25 აგვისტოდან შეუძლიათ დაიწყონ მეორადი განაცხადების გაკეთება. ვაკანტურ ადგილებზე განაცხადების შეტანა 2200-მდე აბიტურიენტს შეეძლება. ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

იმ 10 ათასზე მეტ აბიტურიენტს კი, რომელმაც 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე განაცხადის გაკეთების უფლებაც არ ექნება.

რაც შეეხება სააპელაციო კომისიას, რომელსაც წელს განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე ხელმძღვანელობდა, მას საგამოცდო ნამუშევრების გადახედვის მოთხოვნით 2574 აბიტურიენტმა მიმართა. მათგან შედეგები არ შეცვლია 1711 (ანუ 66,47 პროცენტს) განმცხადებელს. ქულები მოემატა 712 (27,66 პროცენტი) აბიტურიენტს.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy