განათლება
USAID-ის დაფინანსებით პანკისის ხეობის სამ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2010 10:22
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ბავშვი“ (ბედნიერი აღმავლობისთვის ვმეგობრობთ შემართებით, ვერთიანდებით იმედით) ფარგლებში, საჯარო სკოლებისა და ბავშვთა სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პროგრამის განმხორციელებელი ორგანიზაცია GHF - საერთაშორისო / საქართველო - დან აცნობეს, პროექტის ფარგლებში კახეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდება პანკისის ხეობის სოფლების ბირკიანის, ომალოს და ჯოყოლოს საჯარო სკოლებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 14 სექტემბერი. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილისში, მარგიანის ქ.1 ა-ში ან ვებგვერდზე: www.chfhq.org
საჯარო სკოლებისა და ბავშვთა სახლების რეაბილიტაციის პროგრამა „ბავშვი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












