06:28:25

Share |

სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები კახეთში 123-მა პედაგოგმა გაასაჩივრა

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები სააპელაციო წესით კახეთის რეგიონში 123-მა პედაგოგმა გაასაჩივრა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული მონაცემებით, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩივრით 35-მა პედაგოგმა მიმართა, ყვარელში 28 მასწავლებელმა, ლაგოდეხში 16-მა, ახმეტაში 10-მა, თელავში 11-მა, სიღნაღში 4-მა, საგარეჯოში 13-მა და დედოფლისწყაროში 6-მა პედაგოგმა.

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 30 ლარი იყო. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 13-23 ივლისს პროფესიულ უნარებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხოურ ენებში ჩატარდა. გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 10 000-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა. მათგან პროფესიულ უნარებსა და სპეციალობაში გამოცდებს 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახა და სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის 1147 პედაგოგს, საერთო რაოდენობის 11%-ს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, 2014 წლამდე სერთიფიცირებას გაივლის ყველა მოქმედი პედაგოგი და საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერთიფიცირებული მასწავლებელი.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy