06:32:55

Share |

2012 წლიდან მეორადი ჩარიცხვები უქმდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. აბიტურიენტებს 7-ის ნაცვლად 20 ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება მეორადი ჩარიცხვები.

„ეს ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მეორადი ჩარიცხვების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ დარჩენილი ადგილები არ იძლეოდა ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას. მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნული ცვლილება მაქსიმალურად ზრდის აბიტურიენტის ჩარიცხვის ალბათობას. ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ კი ჩარიცხვებთან ერთად ხდება ცნობილი“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

ცენტრის ცნობით, 2012 წელს ყველა სახის გამოცდისათვის რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად მოხდება. აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას განთავსდება. უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ უთითებენ პროფესიულ მიმართულებებს. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ. მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე, სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და სამ საგანში 35%, ხოლო უცხოურ ენაში 30% გახდება.

უმაღლესი სასწავლებლები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს ე.წ. მაპროფილებელი მიმართულებიდან აირჩევს.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2011 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy