ორშაბათი, 26 დეკემბერი 2011 15:04
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ შიბლიანში მცხოვრები ბავშვები 1960 წლიდან არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. ვინაიდან ძველი სკოლის შენობა სეისმურად არამგდრადი და ამორტიზირებული იყო, ბოლო ოთხი წელია 80-მდე მოსწავლე ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ადმინისტრაციულ შენობაში აგრძელებს სწავლას.
„თანამედროვე სტანდარტების სკოლა შიბლიანელ მოსწავლეებს უკვე ახალი სასწავლი წლიდან მოემსახურება. სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი. ახალ სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით, უწყვეტი ინტერნეტი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა“, - განაცხადეს სამინისტროში.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












