პარასკევი, 30 დეკემბერი 2011 14:21
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო, საჯარო სკოლები და საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოში წლის საუკეთესო სკოლად ყვარლის მე-2 საჯარო სკოლა დაასახელა.
„როგორც ბატონმა შაშკინმა აღნიშნა, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ამ საკითზე მუშაობდა, საუკეთესო სკოლად ყვარლის მე-2 საჯარო სკოლა მიიჩნია, რაც ძალიან მახარებს. რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიეს ჩვენი სკოლა, ჩემთვის უცნობია. განათლების მინისტრმა სიგელი და მედალი გადმოგვცა,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ლეილა ქოჩორაშვილმა.
ყვარლის მე-2 საჯარო სკოლაში 481 მოსწავლე სწავლობს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












