სამშაბათი, 10 იანვარი 2012 11:31
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი დამხმარე სახელმძღვანელოები გამოსცა. გამოცემების შეძენა მოქალაქეებს საქართველოს ფოსტის მეშვეობით შეუძლიათ.
ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს (ან მიბრძანდეს) საქართველოს ფოსტის უახლოეს ოფისში და შეუკვეთოს სასურველი გამოცემები.
დამხმარე სახელმძღვანელოების გაცნობასა და შეძენას მოქალაქეები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ ერთდღიანი ფორუმის ფარგლებშიც შეძლებენ. დაინტერესებულ პირებს საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობაც ექნებათ.
ცენტრის მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოები ყოველწლიურად გამოდის როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე პედაგოგებისა და მაგისტრობის კანდიდატთათვის.
გამოცდებისთვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოების შეძენა მსურველებს წიგნის მაღაზიებშიც შეუძლიათ, რომელთა ნუსხა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა http://www.naec.ge განთავსებული.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












