განათლება
2011 - 2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი გამოქვეყნდა
ორშაბათი, 16 იანვარი 2012 21:09
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგისა და მაქსიმალური ქულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მეორე ტურის გამარჯვებულად ითვლება ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტს და მოხვდება რეიტინგული სიის პირველ ასეულში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი ასეთია: 15 იანვარი, I სესია - ქართული ენა; ქართული ენა და ლიტერატურა; II სესია - გეოგრაფია; 16 იანვარი, I სესია - მათემატიკა; II სესია - ისტორია; 17 იანვარი, I სესია - ინგლისური ენა; II სესია - რუსული ენა; III სესია - ფრანგული და გერმანული ენები; 18 იანვარი, I სესია - ქიმია; II სესია - ბიოლოგია; 21 იანვარი, I სესია - ფიზიკა.
2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა ასე განისაზღვრა: ქართული ენა და ლიტერატურა - 40 ქულა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის - 40 ქულა; უცხო ენა - 60 ქულა; მათემატიკა - 25 ქულა; გეოგრაფია 50 ქულა; ისტორია - 50 ქულა; ბიოლოგია - 25 ქულა; ქიმია - 25 ქულა, ხოლო ფიზიკა - 25 ქულით განისაზღვრა.
ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის დაწყების დრო მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოსწავლე სკოლაში მიიღებს. ინფორმატიკაში ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












