ოთხშაბათი, 25 იანვარი 2012 17:40
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM), აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, 2011 წლის ივლისი-დეკემბერის პერიოდში საქართველოში კერძო რეპეტიტორობის გავრცელების კვლევა განახორციელა. გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი კერძო რეპეტიტორობის თემაზე 2003 წლიდან მუშაობს. კვლევის მესამე, 2011 წლის ივლის-დეკემბერში, განხორციელებული ეტაპის ძირითადი მიზნები იყო: საქართველოში კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტის გავრცელების შესახებ განახლებული მონაცემების შეგროვება; ამ ინსტიტუტის უკეთესად რეგულირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ამ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის ინიცირება.
როგორც კვლევამ აჩვენა, დღეისთვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. მასშტაბები განსხვავებულია ცენტრსა და რეგიონებში, ისევე როგორც მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან ოჯახებში. დედაქალაქში მცხოვრები, მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება რეპეტიტორთან. კერძო რეპეტიტორობის აუცილებლობას გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 90% ადასტურებს. გამოკითხულთა ის 60%, რომელიც არ ემზადება, ამის მიზეზად მხოლოდ ფინანსების სიმცირეს ასახლებს. რეპეტიტორებაზე მოთხოვნის გამომწვევ ორი ძირითადი მიზეზი, გამოკითხულთა აზრით, სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობაა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება 2012 წლის 26 იანვარს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სასტუმრო Radisson BLU Iveria-ში.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












