პარასკევი, 27 იანვარი 2012 08:48
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური განისაზღვრა. ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა სტუდენტს 50 ლარი დაუჯდება.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, საფასური გადაიხდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე უნაღდო ანგარიშსწორებით.
ბრძანებით განსაზღვრულია საფასურის გადახდისგან გათავისუფლების კრიტერიუმებიც. კერძოდ, ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასასვლელად სტუდენტი საფასურს არ გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ მისმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაცია დაკარგა. ასევე, ასეთი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება სტუდენტი, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












