06:42:31

Share |

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი გამოაქვეყნა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.

ცენტრის ცნობით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი, გარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, არ გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან; იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის (ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე; იმ პირებზე, რომლებმაც დააგროვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის საკმარისი ქულა, მაგრამ ვერ მოიპოვეს 2012 წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება; იმ პირებზე, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგამოცდო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში (აღნიშნული არ ეხება ქართულ ენაში მომზადების და აგრეთვე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს).

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ სასწავლო გრანტისათვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ან ნაცვალგების პრინციპით.

აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ყველა გამოცდის (3 სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი საგნის) შედეგის მიხედვით. აბიტურიენტმა, რომელიც აბარებს სახელოვნებო პროგრამაზე და სურს სახელმწიფო სასწავლო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება, აუცილებლად უნდა ჩააბაროს მეოთხე გამოცდა (ნებისმიერი არჩევითი გამოცდების ბლოკიდან).

100 პროცენტიანი დაფინანსება მხოლოდ შემდეგ მიმართულებებზე გაიცემა: სამართალი; ჯანდაცვა; ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა; მასობრივი კომუნიკაცია, ჟურნალისტიკა; საერთაშორისო ურთიერთობები; საჯარო მმართველობა.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი მას შემდეგ გაიცემა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2012 წელს ახორციელებენ მიღებას პროფესიულ პროგრამებზე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგენენ ინფორმაციას პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების თაობაზე (15 სექტემბრამდე). მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება პროფესიულ პროგრამებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილება.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი www.naec.ge უნდა იხილონ.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy