02:04:12

„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადადგომა განათლების სამინისტროდან აიძულეს“

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი გოცირიძეს გადადგომა განათლების სამინისტროდან აიძულეს, სადაც ის გუშინ იყო დაბარებული. ამ ინფორმაციას უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ვრცლად

 

სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლიდან 19 მასწავლებელი გაათავისუფლეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლიდან 19 მასწავლებელი გაათავისუფლეს. ბრძანებებში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების მოშლაა მითითებული.

ვრცლად

 

სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. სარჩელი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგი მუხლების კონსტიტუციურობას შეეხება.

ვრცლად

 

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლიდან 23 მასწავლებელი გაათავისუფლეს

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან მამულაშვილმა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების მოშლა), 23 მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ვრცლად

 

საფრთხის ქვეშ მყოფი მოზარდები ბავშვთა სახლში გადაიყვანეს

სოციალური მომსახურების სააგენტომ თელავის რაიონის სოფელ ვანთაში, ერთ-ერთ ოჯახში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, თბილისის ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

ვრცლად

 

უსახლკაროდ დარჩენილმა აფხაზეთიდან დევნილებმა კობა სუბელიანს გაეროში უჩივლეს

აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებიც კურორტ „ახტალის“ სანატორიუმებიდან იძულებით გამოასახლეს და დღემდე უსახლ-კაროდ არიან დარჩენილები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში უჩივლეს.

ვრცლად

 

ქვემო ბოდბის და წნორის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილმა პედაგოგებმა სასამართლოს მიმართეს

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბის და წნორის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილმა მასწავლებლებმა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მიმართეს. გათავისუფლებულ პედაგოგებს იურიდიულ დახმარებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი უწევს.

ვრცლად

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების ხელმძღვანელს გულგრილობაში ადანაშაულებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის განყოფილების ხელმძღვანელს თამარ ნოღაშვილს გულგრილობაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ ვანთაში ნუსხელიძეების ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია, რაზედაც სააგენტო დროულ რეაგირებას არ ახდენს.

ვრცლად

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში დევნილების მასიურ გამოსახლებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებს. როგორც საია-ში განაცხადეს, ცვლილებებმა გამოსახლებული დევნილების დიდი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.

ვრცლად

 

გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს. სამსახურის უფროსის ეკატერინე ბენდელიანის განმარტებით, ის სამინისტროს ორივე თანამშრომელს ესაუბრა და მათ ჟურნალისტებთან დაპირისპირება კატეგორიულად უარყვეს.

ვრცლად

 

„არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას არ ფარავენ“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას არ ფარავენ.

ვრცლად

 

გაერომ წყალი და სანიტარია ადამიანის უფლებებად აღიარა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღიარებულია ადამიანის უფლება წყალსა და სანიტარიაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებად აღიარა სუფთა და უსაფრთხო სასმელი წყლის უფლება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვანი ცხოვრებისა და ადამიანის ყველა უფლების სრული განხორციელებისთვის“, - იუწყება www.Unian.net

ვრცლად

 

ჟურნალისტი გამგეობის თანამშრომელს ზეწოლაში ადანაშაულებს

დედოფლისწყაროს რაიონში მომუშავე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ოთარ კოვზირიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. „ეს სტატია მოხსენით... ნუ მეხებით საერთოდ, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ...“, - ამ შინაარსის წერილი, ოთარ კოვზირიძისგან, ელექტრონული ფოსტით ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ვრცლად

 

საიამ ჟურნალისტებთან ერთად მრგვალი მაგიდა გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურად მუშაობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად.

ვრცლად

 

ლაგოდეხელი მოლა პრობაციის კახეთის სამსახურს სასამართლოში უჩივის

მორწმუნე მუსულმანთა აღმასრულებელი ორგანოს ახუნდი, ლაგოდეხელი მოლა რიზვან ალმაზოვი პრობაციის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურს სასამართლოში უჩივის. მოლა პრობაციის სამსახურს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებს.

ვრცლად

 

აფხაზეთიდან დევნილები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ

გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ სანატორიუმებიდან გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილები თბილისში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისთან საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. სანქციის მისაღებად დევნილებმა წერილით თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

ვრცლად

 

არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებში მესაკუთრეებისათვის მიწების ჩამორთმევას აპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებში მესაკუთრეებისათვის მიწების ჩამორთმევას აპროტესტებენ. მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მესაკუთრეებს მიწები საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულშიც წაართვეს.

ვრცლად

 

შვეიცარიამ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა

შვეიცარიამ საგამოძიებო სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განუცხადა. ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში შვეიცარიაში მყოფმა ვახო კომახიძემაც დაადასტურა.

ვრცლად

 

ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე დედოფლისწყაროს პოლიციამ გამოძიება დაიწყო

შს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ილია მარტყოფლიშვილმა აცნობა, მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დედოფლისწყაროს წყალკანალის თანამშრომელი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი გიორგი პაპუაშვილი დაემუქრა.

ვრცლად

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველის აპარატისგან ქემაშვილების საქმის შესწავლას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისგან სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები ქემაშვილების საქმის შესწავლას და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 7

ვიდეო

არამიზნობრივი ხარჯვა

ფოტო რეპორტაჟი

News image

ბაკურ კვეზერელი: „არცერთი კილოგრამი ყურძენი დასაბინავებელი არ დარჩება“

აუდიო

გარემოს დაცვის სამინისტროში მომხდარი ინციდენტის აუდიოჩანაწერი

გამოკითხვა

რატომ იღებენ სახელმწიფო მოხელეები ქრთამს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 09.09.10
13:00-19:00
Partly cloudyfrom east25°C1.2m/s
0.3mm
19:00-01:00
Fairfrom north-northeast21°C0.5m/s
0.0mm
პარასკევი 10.09.10 13:00-19:00
Rainfrom east-southeast22°C2.7m/s
1.2mm
შაბათი 11.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast16°C3.7m/s
2.5mm
კვირა 12.09.10 10:00-16:00
Rainfrom southeast15°C2.0m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
evraziis_fondi
usembassy