02:06:15

Share |

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლიდან 23 მასწავლებელი გაათავისუფლეს

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან მამულაშვილმა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების მოშლა), 23 მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

„მასწავლებელთა გათავისუფლების ძირითადი მიზეზი პედაგოგების მცირე სამუშაო დატვირთვა და ახალი საშტატო განრიგი გახდა. ზოგიერთმა მათგანმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა“ -  განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს რუსუდან მამულაშვილმა.

გათავისუფლებული მასწავლებლების ნაწილი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. მათი თქმით, შრომითი ხელშეკრულება სკოლასთან 2012 წლამდე ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, საჯარო სკოლებიდან პედაგოგების მასობრივი გათავისუფლება აგვისტოში დაიწყო. უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონაცემებით, რეგიონში 500-ზე მეტი მასწავლებელია გათავისუფლებული.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy