ადამიანის უფლებები
მოძრაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კახეთში ოფისების დაქირავებას ვერ ახერხებენ
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2011 12:33
ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კახეთში რაიონული ფილიალებისთვის ოფისების დაქირავებას ვერ ახერხებენ. ამ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი ავრცელებს.
უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, კერძო პირები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ოფისების მიქირავებაზე უარს ზეწოლის გამო ეუბნებიან.
„კერძო მესაკუთრეებზე ზეწოლას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები ახორციელებენ. მათ ნარკოტიკების ან იარაღის აღმოჩენით და დაპატიმრებით ემუქრებიან. ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხს შს მინისტრის მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმა დავით ლორთქიფანიძე კურირებს“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლის და დევნის ფაქტებზე საუბრობდნენ.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












