06:54:19

Share |

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მობილურ ოპერატორებს უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საჩივრით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. ორგანიზაცია მოითხოვს გაუქმდეს სატელეფონო კომპანიების გადაწყვეტილება, რომელიც სააბონენტო ნომრებზე 0,20 ლარის დაქვითვას ეხება.

როგორც ცნობილია, მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის 489-ე დადგენილების „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“ შესაბამისად, დადგენილია კონკრეტული მომსახურება და მომსახურებისათვის საფასური და განაკვეთები.

„მთავრობის დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საფასური გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. კონკრეტული მოსარჩელეები, რომლებსაც 112-ის მომსახურებით არ უსარგებლიათ, მიიჩნევენ, რომ სატელეფონო კომპანიის მიერ დაუსაბუთებელი და არასწორია მომსახურების საფასურის 0,20 ლარის ჩამოჭრა. შესაბამისად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ითხოვს, რომ კომუნიკაციების კომისიამ განიხილოს საჩივარი; გააუქმოს სატელეფონო კომპანიების გადაწყვეტილება 0,20 ლარის დაქვითვის შესახებ; დაავალოს კომპანიებს არასწორად ჩამოჭრილი თანხა ასახოს აბონენტის ბალანსად და მითითებული უკანონო ქმედებისთვის კომპანიებს დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy