06:55:11

Share |

დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ე.წ. დანაშაულის კუთხით შერჩეული კვალიფიკაცია ჩემში სერიოზულ ეჭვს იწვევს,  ვინაიდან საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მცდელობას, ანუ მკვლელობის მცდელობას. საინტერესო დეტალი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იმდენად პირადი, ინტიმური მოტივია დაფიქსირებული, რომელიც ეხება თითქოსდა შეყვარებულ წყვილს შორის ანგარიშსწორებასა და ურთიერთობის გარკვევას, რომ მიმაჩნია, ეს არის სწორედ მიმართული იმ პოლიტიკური კონიუქტურიდან და იმ კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე, რასაც სოფიკო ნიკოლაშვილის მამის, ბატონი დავით ნიკოლაშვილის ჩართვა ჰქვია საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“. ესაა მისი ნეიტრალიზაციის მცდელობა“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე „presage.tv“-თან საუბარში.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, დავით ნიკოლაშვილს გააჩნდა ძალიან სერიოზული ავტორიტეტი გურჯაანის რაიონში. სავარაუდოდ, მის გარშემო თავს იყრიდა სხვადასხვა ავტორიტეტული ადამიანი. ამიტომ, ხელისუფლებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, დავით ნიკოლაშვილი შეეჩერებინათ და მისი პოლიტიკური აქტივობის ნეიტრალიზება მოეხდინათ. ამდენად, დიმიტრი ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ მამის გასაჩერებლად აირჩიეს მისი ყველაზე სუსტი წერტილი.

„ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ეს სუსტი წერტილი, ესენი არიან ჩვენი შვილები. ძალიან ხშირად სწორედ შვილებზე მანიპულირებით ხდება ასეთი მიზნის მიღწევა. თუმცა არ მინდა, დეტალებში შევიდე, რადგან საქმის მასალებს პირადად არ ვიცნობ. ზოგადად, სწორედ დანაშაულის მოტივის გაჟღერება იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს არის შეთითხნილი, ფაბრიცირებული საქმე. ეს არის ინტიმური თემა, შეყვარებული იყო და რა მერე? იეჭვიანა, ფიზიოლოგიურ აფექტში ჩავარდა და მამამისის იარაღს წამოავლო ხელი, გაეკიდა, უნდა მოგკლაო? ეს არადამაჯერებელია. მით უმეტეს, თუ შეყვარებული იყო, ე.ი. მკვლელობის განზრახვის მოტივზე პირიქით უნდა ვიმსჯელოთ. არა ის, რომ თავისი შეყვარებულის მოკვლა უნდოდა, არამედ იქ არის ზუსტად სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მკვლელობის მცდელობას და ამ კვალიფიკაციას,“ - აღნიშნავს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ვიდეო

ამოგახევ მაგ თვალებს - ზეწოლა ჟურნალისტებზე

ფოტო რეპორტაჟი

News image

ფოტოკოლაჟი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრიდან

გამოკითხვა

რას უკავშირდება ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა?
  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 20.05.12
19:00-01:00
Rainfrom north-northeast21°C0.4m/s
2.6mm
ორშაბათი 21.05.12 13:00-19:00
Cloudyfrom east-southeast23°C2.9m/s
0.2mm
სამშაბათი 22.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast20°C0.9m/s
0.2mm
ოთხშაბათი 23.05.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest19°C2.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29        

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy