ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2010 15:25
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რთველი - 2010 საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ტარიელ გაბუნიამ განუცხადა.
გაბუნიას თქმით, გამოყოფილი თანხა ვაუჩერიზაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს მოხმარდება.
„ვაუჩერი გაიცემა ყველა იმ ქარხანაში, რომელიც გლეხებისგან ყურძნის შეძენას გადაწყვეტს. რთველი კახეთში სავარაუდოდ 2-3 დღეში დაიწყება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, - განაცხადა გაბუნიამ.
კახეთის რეგიონში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყურძის ჩასაბარებლად რეგიონში 20 პუნქტი იმუშავებს.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












