ორშაბათი, 12 დეკემბერი 2011 10:08
მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მიზანია ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის, წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი.
ასევე, ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მიზნად აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება, მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა, დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, სამართლიანობის დამკვიდრება და თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება დაასახელა. „ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან, არამედ მისი ვალია აღდგეს კავშირი წარსულსა და მომავალს შორის. „ჩვენი ვალია, აღდგეს კავშირი წარსულსა და მომავალს შორის, ამ ჯაჭვში შენარჩუნებული იყოს საქმენიც და ადამიანებიც, რომლებიც ამ წლებში ახერხებდნენ და ემსახურებოდნენ არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მომავლის საქართველო. ჩვენი მიზნების აღსრულება არ არის უბრალოდ ჩვენი არჩევანი, ეს ჩვენი უზენაესი მოვალეობაა. ერთად ავაშენოთ თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეებით დასახლებული, ყველასთვის საოცნებო საქართველო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












