სამშაბათი, 17 იანვარი 2012 18:34
მწერალი ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ „ფაქტობრივი სამოქალაქო ომი, რომელიც ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის პირველი დღეებიდანვე გააჩაღა პრინციპით - „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა“.
„უმეტესობა სიამოვნებით მონაწილეობს „ნადიმში შავი ჭირის დროს“ - გუდიაშვილს აქვს გროტესკული ნახატი, სადაც კინტო ცეკვავს კუბოზე და არღანს ატრიალებს. მიაბით ამ კინტოს ათასი სახე: მმართველების, მინისტრების, პარლამენტარების, ბიზნესმენების, ბანკირების, „რუსთავორელების“, „იმედელების“, „პირველარხელების“, ნანუკასი, ვანუკასი, ნანკასი, ლელასი და სხვათა და სხვათა და გექნებათ მთელი სპექტრი, კუბოში კი საქართველო წევს...“ - აღნიშნავს მწერალი გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||








