18:23:34

Share |

სტიქაროსანი მინისტრები

სტიქაროსანი მინისტრებიაღარ ვიცი რა ვქნა, გაივსო მთავრობა სტიქაროსნებით.

თავიდან რომელმა დაიწყო არ მახსოვს, უგულავა იყო თუ სუბელიანი - სტიქაროსანი ვიყავიო და დანარჩენებიც აყვნენ. ისეთი ხაზგასმით ახსენებენ თავიანთ ორკვირიან სტიქაროსნობას, თითქოს  ანტონ მარტყოფელივით მთელი ცხოვრება სვეტზე ჰქონდეთ გატარებული.

ეს განცხადებები ალბათ უფრო იმათთვისაა, ვისაც ტაძარში საკუთარი ჯვრისწერის შემდეგ არ შეუხედავს და სტიქაროსანი, ეპისკოპოსი თუ არა, დეკანოზი მაინც ჰგონია. ამისთანების გასაგონად ვამბობ – სტიქაროსანი ნებისმიერი მამრობითი სქესის ადამიანი შეიძლება იყოს. ეს არ არის სასულიერო ხარისხი, უბრალოდ, წირვის დროს სტიქარი უნდა გადაიცვა და მღვდელს საკურთხეველში მოსახსენიებლები შეუტანო. სტიქაროსნები, როგორც წესი, პატარა ბავშვები არიან, ასე ცხრა წლიდან, ანუ ისინი, ვისაც არც ხმა აქვს, რომ მგალობელი იყოს, არც ძველი ქართული იცის, მედავითნედ დადგეს და არც ანგარიში ეხერხება, სანთლების გაყიდვა დაავალონ.  არა, სტიქაროსნებს კი არ ვაკნინებ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაზე ადვილი სამსახურია და პატარებსაც უმეტესად ამიტომ აკურთხებენ ხოლმე ამ საქმეზე.

არადა, სტიქაროსანი ვიყავიო, ისეთი სახით ამბობენ, თან უკვე იმდენი ამბობს, რომ აღარ ვიცი, რუსთაველზე ჩავლისას ქაშუეთის წინ გადავიწერო პირჯვარი თუ პარლამენტის.

ალბათ ამ სვეტს ვინმე ისეთიც კითხულობს, ვინც ამა თუ იმ ტაძრის მრევლია. გაფიცებთ ყველაფერს, რომელს გახსოვთ გიგი უგულავას მოწოდებული სეფისკვერი, ან კობა სუბელიანის ხმა თუ გაგიგიათ ამბიონიდან, გზა გახსენით, მამაო მოდისო. არც ერთი, არც მეორე და  საერთოდ არავინ მთავრობიდან თუ ოპოზიციიდან მე ეკლესიაში არ მინახავს. არც აღსარების რიგში დამილანდავს რომელიმე და არც საღამოს ლოცვაზე შემხვედრია. მხოლოდ შობა - აღდგომას გამოდგებიან ხოლმე სანთლებით ხელში სამების დიდ ტაძარში. მაშინაც მხოლოდ წირვას ესწრებიან, სხვა არაფერი. გინახავთ როდესმე ჩვენი პრეზიდენტი ეზიარებოდეს, ან ვინმე მათთაგანი?

წყალი არ გაუვა, ურწმუნო მთავრობა გვყავს! მაგრამ, რომ არც ჩუმდებიან?! წარა-მარა რომ იკვეხნიან ინტერვიუებში?! როდემდე უნდა წაუყრუო?! ერთხელ არ მიაქცევ ყურადღებას, ორჯერ და აჰა... გაივსო მთავრობა სტიქაროსნებით!

 

ავტორის შესახებ:  თეა თოფურია დაიბადა - 1977 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად და რედაქტორად ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. არის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების ნომინანტი და ლაურეატი.

ვიდეო

დავით უსუფაშვილი გადაცემაში "დიალოგი"

ფოტო რეპორტაჟი

News image

აფხაზების საგვარეულო სასახლე განადგურდა

გამოკითხვა

რატომ დააპატიმრეს სოფიკო ნიკოლაშვილი?
  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 23.02.12 13:00-19:00
FairNNW1°C1.7m/s
0mm
პარასკევი 24.02.12 13:00-19:00
Fairfrom east-southeast2°C1.0m/s
0mm
შაბათი 25.02.12 10:00-16:00
Fair0°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy