18:17:55

Share |

ვერა ქობალია - საქართველოში ტურისტებს ყველაზე მეტად ფულის დახარჯვა უჭირთ

 ვერა ქობალია - საქართველოში ტურისტებს ყველაზე მეტად ფულის დახარჯვა უჭირთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს ყველაზე მეტად ფულის დახარჯვა უჭირთ.

„როდესაც ჩვენ ვაკეთებთ გამოკითხვებს, რომ დავადგინოთ რა შენიშვნები ჰქონდათ, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ ტურისტებს და ა.შ იმისთვის, რომ შემდეგ გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ჩვენი სერვისები, პირველ ადგილზე არის ის, რომ ვერ შეძლეს ფული დაეხარჯათ საქართველოში. ასე რომ, კერძო სექტორმა ამაზე უნდა იმსჯელოს,“ - განაცხადა ვერა ქობალიამ კახეთის როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2012 წელი კახეთის ტურისტული განვითარების წლად გამოაცხადა. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. თელავის, ყვარლის და დართლოს რეაბილიტაციას კი მსოფლიო ბანკი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კულტურული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის განვითარება. რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი ძეგლების რეაბილიტაცია. გურჯაანის ყველაწმინდის, ძველი და ახალი შუამთის, უჯარმის, ხირსის, დავითის ლავრის, იყალთოს, ნინოწმინდის ტერიტორიაზე ავტოსადგომების, სუვენირების მაღაზიების, საზოგადოებრივ - სანიტარული ობიექტების მოწყობა.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვიდეო

დავით უსუფაშვილი გადაცემაში "დიალოგი"

ფოტო რეპორტაჟი

News image

აფხაზების საგვარეულო სასახლე განადგურდა

გამოკითხვა

რატომ დააპატიმრეს სოფიკო ნიკოლაშვილი?
  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 23.02.12 13:00-19:00
FairNNW1°C1.7m/s
0mm
პარასკევი 24.02.12 13:00-19:00
Fairfrom east-southeast2°C1.0m/s
0mm
შაბათი 25.02.12 10:00-16:00
Fair0°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy