02:39:09

Share |

5 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

5 შვილის დედა დახმარებას ითხოვსგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მცხოვრები ხუთი შვილის დედა ევა ნოზაძე დახმარებას ითხოვს. როგორც მრავალშვილიანმა დედამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, 5 წლის წინ მას საცხოვრებელი სახლი დაეწვა. მას შემდეგ რაიონის გამგეობას ერთი ოთახის შეკეთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„ოჯახში 6 ადამიანი ვცხოვრობთ, აქედან 3 არასრულწლოვანია. მხოლოდ ერთი ოთახი გვაქვს და იმაშიც წვიმა ჩამოგვდის. არც კარ-ფანჯარა აქვს, საშინელ პირობებში ვარსებობთ. საკმარისი საწოლებიც კი არ გვაქვს და ჩემი შვილები ზამთარში ღამეს მეზობლებთან ათევენ, ზაფხულში ეზოში სძინავთ. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, გარდა სოციალური დახმარებისა. ადგილობრივი გამგეობისგან ამ ერთი ოთახის გარემონტებაში დახმარებას ვითხოვ, რომ ჩემმა შვილებმა ერთ ჭერქვეშ გაათენონ ღამე. წლების განმავლობაში გამგეობაში დავდივარ, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს“, - ამბობს ევა ნოზაძე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ირაკლი მინდიაშვილის განცხადებით, გამგეობას ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არ აქვს, რომ ნოზაძეების ოჯახს დაეხმაროს. „საქმის კურსში ჩავაყენეთ გუბერნატორის ადმინისტრაცია და იქნებ დახმარება გაუწიონ, რომ ხის მასალა გადავცეთ კარ-ფანჯრისთვის და იატაკის დასაგებად“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირაკლი მინდიაშვილმა.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy