სამშაბათი, 17 აგვისტო 2010 13:48
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ნოდარ კოჭლამაზაშვილს 3 პრესმდივანი ჰყავს. მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად გაზეთ „სპექტრის“ ყოფილი კორესპონდენტი ეკა გულიაშვილი მუშაობს, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 700 ლარია.
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა ასევე გაზეთ „სპექტრის“ ყოფილ კორესპონდენტს თინათინ ოზბეთელაშვილს აქვს დაკავებული. მისი ხელფასი 410 ლარია. გამგებლის მესამე პრესმდივანი ფატი მენთეშაშვილია, რომლის ხელფასიც 400 ლარს შეადგენს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა განუცხადა, გამგეობა ახალ დებულებაზე მუშაობს, რომელსაც საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება. „შეიძლება ერთი პრესმდივანიც საკმარისი იყოს“, - აღნიშნა კოჭლამაზაშვილმა.
კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაცია გამგეობების საქმიანობაში არ ერევა. „დავინტერესდები აღნიშნული საკითხით, თუმცა ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა შეგვიძლია“, - განაცხადა სიბაშვილმა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||












