ორშაბათი, 09 იანვარი 2012 16:58
სამინისტროს ცნობით, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში IშAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის, საპატიო სიგელი, მედალი საბრძოლო იარისათვის და მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“. კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.
IშAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა კაპრალი შალვა ფაილოძეც. იგი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“. კაპრალი ფაილოძე თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. სამინისტროს ცნობით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების ფარგლებში უკვე თორმეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.
გამოკითხვა
- ამინდი
- ვალუტა
| ||||||||||||||||||||||||||||








