01:30:13

Share |

გურჯაანის N47 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლა შეჩერებულია

ამ წუთებში, გურჯაანის N47 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლა შეჩერებულია. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ალიანსი საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ დანელიშვილმა აცნობა. მისი თქმით, დარღვევა მოხდა, რადგან გადასატან ყუთში არსებულ საკონტროლო ფურცლებზე არ აღმოჩნდა არც კომისიის თავჯდომარის, არც მდივნის და არც კომისიის წევრების ხელმოწერა.

„ასევე მოხდა ძირითადი ყუთის გახსნის დროსაც. მასში არსებულ საკონტროლზე ფურცელზე არ არის კომისიის წევრების  ხელმოწერა“ - აცხადებს დანელიშვილი.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების დროს საარჩევნო უბნების გახსნისას ყუთებში აგდებენ საკონტროლო ფურცელს, რომლის ასლი კომისიის თავმჯდომარესთან უბანზე ინახება. ორივე ეგზემპარზე ხელს აწერენ კომისიის თავჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები.

„მე ვწერ საჩივარს აღნიშნული ფაქტის შესახებ, თუმცა კომისიის წევრები და თავჯდომარე ამის საშუალებას არ მაძლევენ“ - აცხადებს ზურაბ დანელიშვილი. მისი თქმით, თუ საკონტროლო ფურცლებზე ახლა გაჩნდება კომისიის თავმჯდომარის, მდივნის და რომელიმე კომისიის წევრის ხელმოწერა, ეს ნიშნავს, რომ მათ ეს ხელმოწერები გააკეთეს ახლა, როდესაც საჩივრის დაწერის საშუალებას არ აძლევდნენ. დანელიშვილი გურჯაანის N47 საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

ვიდეო

ადვოკატები სასამართლოს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ

ფოტო რეპორტაჟი

News image

შეზღუდვები გზებზე

გამოკითხვა

როგორ აფასებთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს?
  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 06.02.12
13:00-19:00
Fairfrom southeast-1°C1.4m/s
0mm
19:00-01:00
Fairfrom southeast-2°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 07.02.12 13:00-19:00
Cloudyfrom southeast-2°C1.8m/s
0.1mm
ოთხშაბათი 08.02.12 10:00-16:00
Snowfrom southeast-3°C2.3m/s
5.0mm
ხუთშაბათი 09.02.12 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast-6°C1.3m/s
0.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
31            

საიტის მხარდამჭერები

osgf
usembassy